ქვეყანაშაი ვაქცინაციაზე აქტოვობა დაბალია – აცრა ჯერ მხოლოდ 1143 ადამიანს აქვს გაკეთებული | 16.03.2021

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, თუმცა აქტივობა დაბალია. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კოლეგებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში პანდემიის დასრულებისთვის აცრის პროცესის ტემპის მომატებაა საჭირო. ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ვაქცინაცია იცავს ისეთი დავადებებისგან, როგორიც არის კიბო, ყვავილი, წითელა, პოლიომიელიტი და ა.შ. გამყრელიძის თქმით, დღეს წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსის შემთხვევბიო მომატებული. მან ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებაც არ გამორიცხა და მოსახლეობას პირვადის ტარებისჯკენ კიდევე რთხელ მოუწოდა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ ვინ აცრისგან თავს იკავებს, დარტყმას აყენებს, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ წამოეგოს ანტივაქსერულ პროვოკაციას. ვაქცინაციის პროცესს რესპუბლიკურ სააავადმყოფოში გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოწოდებები საკანონმდებლო ორგანოშიც გაისმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესი უფრო გაფართოვდება, რათა მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას.

ხელისუფლების ოპონენტები კი კორონავირუსის მესამე ტალღას არ გამორიცხავენ. მათი განცხადებით, კორონავირუსს სეზონურობა არ აქვს, ამიტომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია იყოს მორიგი ტალღა. მათი შეფასებით, ქვეყანაში პანდემიის მართვის გეგმა სათანადოდ გაწერილი არ არის. ამიტომ ერთადერთ იმედად ვაქცინაციის ბოლომდე მიყვანა მიაჩნიათ.

პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს. ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები ვაქცინასთან დაკავშირებით კიდევ ერთელ იმსჯელებენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები