მაქვს კონკრეტული ამოცანა – შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში განუსაზღვრელი დროით რჩება | 15.03.2021

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში განუსაზღვრელი დროით რჩება – კრისტიან დანიელსონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო პოზიციამდე ისევ ვერ მივიდა და მოლაპარაკებების პროცესი ჩაშლის საფრთხის ქვეშ დადგა. პოლიტიკური დიალოგის მეოთხე დღეს დანიელსონი პირდაპირ ამბობს, რომ მას შარლ მიშელისგან მკაფიო დავალება აქვს მიღებული, ეს მისია კი პირველ რიგში, სიტუაციის განუხტვას გულისხმობს.

პოლიტიკური დიალოგის მეოთხე დღეს შვედი დიპლომატი მოლაპარაკებების პროცესს  აგრძელებს, თუმცა მხარეები რაიმე კონკრეტულზე ჯერ ისევ ვერ თანხმდებიან. დღეს დილიდან ევროკავშირის ოფისში პირველები ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ და მედიატორს საკუთარი პრინციპული მოთხოვნები გააცნეს. ოპოზიცია შეხვედრის დეტალებზე კვლავ ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს რომ ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ ისევ არსებობს.

დანიელსონის საქართველოში დარჩენას წინ ირაკლი კობახიძის ის განცხადება უძღოდა, რომელშიც მან თქვა, რომ კონსულტაციები ირაკლი ღარიბაშვილის ევროპული ტურნეს დასრულების შემდეგ გაგრძელდებოდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკთებული ეს სახიფათო განცხადება მოლაპარაკეკების ჩაშლას ისახავდა მინდა, თუმცა ამას ევროკავშირი არ დაუშვებს.

ევროკავშირი საქართველოს ოფისში მხარეებთან გამართული 4 დღიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ შვედი დიპლომატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს კიდევ ერთხელ ეწვია და დიალოგის პერსპექტივა განიხილა. პრეზინდეტის პრესამასხურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არა არის ნათქვამი რა პოზიცია აქვს სალომე ზურაბიშვილს დიალოგის იმ პროცესზე, რომელიც ამ დრომდე მხაარებს შორის მიუღწეველ ამოცანად რჩება.

ხვალიდან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ბრიუსელში და თბილისში ერთდროულად იმსჯელებენ. პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში უკვე გაემგზავრა, თუმცა რას ჩაუტანს ღარიბაშვილი შარლ მიშელს ისევ ბუნდოვანია. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ “ოცნება” ბრიუსელში სავსე ხელებით და წელში გამართული წარსდგება, რადგან შეთანხმების მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

ერვოპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პარასკევს ჩამოვიდა. შვედი დიპლომატი ახლა ცდილობს შეძლოს ის, რაც აქამდე ვერცერთმა დიპლომატმა ვერ მოახერხა – 5 თვიანი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ პოზიციამდე მიიყვანოს და ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა განმუხტოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები