ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა | 15.03.2021

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 13 730 კვლევიდან კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 148-ს შეადგენს. ინფიცირების ყველაზე მეტი, 89 შემთხვევა ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა, 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, 23 კი – იმერეთში. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა. ბოლო დრე-ღამეში ვირუსისგან კიდევ 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  – 268 565-მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები