გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გაიყინა, სამი ახალგაზრდა კი შველას ითხოვს | 12.03.2021

ოზურგეთში, გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გაიყინა, კიდევ სამი ახალგაზრდა კი  შველას ითხოვს. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი მამაკაცი გომისმთაზე სანადიროდ იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მესამემ კი, რომელიც შედარებით უკეთ არის, სამაშველო სამსახურში დარეკვა შეძლო. ოთხივე ახალგაზრდა ოზურგეთის სოფელ ბოხვაურის მკვიდრია და ყველა მათგანი 25 წლამდეა.  ახალგაზრდების გადასარჩენად ადგილზე 10 კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები