სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან მეხუთე დღეს ქვეყნის პრემიერი ისევ დუმს | 11.03.2021

სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან მეხუთე დღეს ქვეყნის პრემიერი ისევ დუმს. “ტვ პირველის” ეთერში გასული ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა დუმილი არჩია. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განცხადება მხოლოდ ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე გააკეთა. ევროპის საბჭოს სხდომამდე ხუთი დღით ადრე, ღარიბაშვილმა ჩვეული მკაცრი  რიტორიკა შეარბილა და თქვა, რომ ხელისუფლება ოპონენტებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.

მთავრობის მეთაურმა დღეს ქვეყანაში არსებული  ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ ბოლო დღეებში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ღარიბაშვილმა საზოგადოებს თხოვნით მიმართა, დაიცვან წესები, რათა არ დავუშვათ ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღის განვითარება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები