საქართველო კორონა ვირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს | 11.03.2021

საქართველო კორონა ვირუსის საწინააღმდეგო პირველ  ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, შაბათს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვა. საუბარია 43 200 დოზა ვაქცინაზე, რომლებიც ეკატრინე ტიკარაძის ინფორმაციით, დიდ ქალაქებში გადანაწილდება. მინისტრის თქმით, მიმდინაროებს მოლაპარაკებები “ფაიზერთანაც”, რომ “ფაიზერის” ვაქცინაც დაჩქარებული წესით შემოვიდეს. მინისტრი მოსახლეობას განუმარტავს, რომ  ვაქცინაცია, ისევე როგორც ვაქცინის არჩევა, ნებაყოფლობითი იქნება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად,  ხელისუფლებას მოლაპარაკებები აქვს ჩინურ მხარესთანაც. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. მინისტრის  თქმით, პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 000 დოზა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები