გვსურს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილთან | 09.03.2021

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისსა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ელჩის თქმით  მხარეებმა უნდა  მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისკენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. თავად ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.