საქართველოს მეგობრების სახელით გავრცელებული წერილი და მიმართვა ხელისუფლებას | 09.03.2021

საქართველოს მეგობრები – სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებენ და ხელისუფლებას  მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით.  საქართველოს მეგობრებს სახელით გავრცელებული წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ არ მოერიდებიან კონსტრუქციულ კრიტიკას, როცა ამის აუცილებლობა არსებობს, სწორედ ამიტომ ისდინი  ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებაზე. წერილზე ხელმომწერები მიმართავენ ოპოზიციასაც და მოუწოდებენ გამოიყენოს ევროკავშირისა და სხვა შუამავლების მიერ მიწოდებული ყველა შესაძლებლობა მთავრობასთან, კეთილსინდისიერად მოსალაპარაკებლად.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები