განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე და ხმაური სასამართლოში | 09.03.2021

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის – ზ.ხ-სა და ა.ქ-ს საქმეზე კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.  განაჩენის მოსმენას დახურულ პროცესზე გარდაცვლილის დედაც ესწრებოდა.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულები საქმის პროკურორს დაუპირისპირდნენ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის ფიგურანტები ამტკიცებენ, რომ არავინ მოუკლავთ.  მსჯავრდებულები ამბობდნენ, რომ გურამ ამირხანაშვილი არის ცრუ მოწმე, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა პროკურატურა და გიორგი შაქარაშვილის ოჯახიც.

საბოლო ვერდიქტით უკმაყოფილოები არიან ბრალდებულთა ოჯახის  წევრები. ამბობენ, რომ   სახელმწიფო დაკვეთას ასრულებს.

სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება არც დაცვის მხარე. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მოსამართლე ბიძინა სტურუა  უზენაეს სასამართლოში დაინიშნება. იურისტები მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია ბრალდების მხარისთვის. საქმის პროკურორის განმარტებით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და დაზიანებები მას სხვა გზით არ მიუღია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები