„დროა“ – ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააარსა | 08.03.2021

“ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ მოძრაობა “დროა” დაარსა. როგორც ხოშტარია ვიდეო მიმართვაში ამბობს,  ახალი მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება კორუმპირებული ჩინოვნიკების, მოძალადეების, გამყალბებლების მხილება იქნება. ასევე ნეპოტიზმი და რუსეთთან კავშირების გამოვლენა. ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” 28 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. პარტიიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები