დაპირიპირება ჭყონდიდის ეპარქიაში და დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები | 08.03.2021

დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში – სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.   ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.   ტვ პირველის ოპერატორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეპარქიაში  მრევლის ნაწილი შეიკრიბა.  ისინი  უკმაყოფილოები არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმა არ აღენიშნებათ.

მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.  ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე ისაუბრა.  როგორც მეუფემ განმარტა, მან ორივე დიაკვანი კონსტანტინე გაბისონია და პეტრე ღუდუშაური არაერთხელ გააფრთხილა, რომ სამღვდელმთავრო მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მათ ურჩობა განაგრძეს.  ვითარება ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში კვლავ დაძაბულია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები