„ვაშინგტონი ღიად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში“ – “ოცნება” კრიზისს ოპოზიციას აბრალებს | 04.03.2021

ვაშინგტონი ღიად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდმარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს. ის მიიჩნევს, რომ ახლა საქართველო შეერთებული შტატებისთვის ერთგვარი ლაკმუსის ტესტია და ამერიკამ უნდა თქვას, რომ დემოკრატია მნიშვნელოვანია. ლიეტუველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის დასაცავად შეერთებული შტატების სახეწლმიფო მდივანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით უნდა ეწვიოს და ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.

“გაიხსენეთ ბუქარესტის ნატოს სამიტი – ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ მოვუსმინეთ პუტინს, ზოგიერთ ჩვენს ევროპელ მეგობარს, ვინც დაბლოკა მაპის მიცემა საქართველოსა და უკრაინისთვის. ახლა ჩვენ ყველანი ამის ფასს ვიხდით. მე ყურადღებით ვუსმენდი სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ის სენატის საგარეო კომიტეტის მოსმზე, იცავდა საქართველოსთვის ნატოში წევრობის იდეას. ასე რომ, თუ 12, 13 წლის შემდეგ ვსწავლობთ ჩვენს შეეცდომებზე, მოდით გამოვასწოროთ ისინი. ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის. და მეორე გაკვეთილი რაც უნდა ვისწავლოთ ისაა – ვიყოთ უფრო მკაცრები დემოკრატიის კუთხით. ახალმა ადმინისტრაციამ შთააგონა მთელ რეგიონს, რომ დემოკრატია დაბრუნდა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი თქვენი პოლიტიკისთვის. დროა დიდმა ვაშინგტონმა თქვას – დემოკრატია მნიშვნელოვანია, მოდით ვიყოთ მკაცრი ჩვენი მეგობრების მიმართ, ვინც ახლა მთავრობაშია. ახლა ჯერი სახელმწიფო მდივან ბლინკენზეა, რაც შეიძლება მალე თბილისში გაემგზავროს. ორ კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეს მანამდე უნდა მოხდეს,” – ეს განცხადება ჟიგიმანტას პავილიონისმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. დისკუსიაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეც მონაწილეობდა. ჯორჯ კენტი აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საშიში მომენტი იყო.

საქართევლოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა კი რომელიც ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდა, საქართველოში არსებულ ვითარებას ოპოზიციის მიერ გამოწვეული კრიზისი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მყარად ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ხელაშვილი მწვავე განცხადებების გამო ჟიგიმანტას პავილიონისს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით ფაისკო განიცადა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები