ოლიგარქიული გარემო, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, – Freedom House-ის ანგარიში | 03.03.2021

ოლიგარქიული გარემო, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, გაუარესებული მედია გარემო- გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია – Freedom House-ი 2021 წლის  ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში, სახელწოდებით, თავისუფლება მსოფლიოში 2021-  საქართველოს მდგომარეობა რეიტინგებში ისევ გაუარესდა. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა, 2020 წელს – 61, წელს კი ეს მაჩვენებლი 60 ქულაზე ჩამოვიდა. ორგანიზაცია საქართველოში მანკიერ საარჩევნო სისტემაზე, უსამართლო სასმართლოზე, ოლიგარქის გავლენებსა და გაუარესებულ მედია გარემოზე საუბრობს.

“ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო პოლარიზაციის გამო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზეც წერს. ანგარიშში ნათქვამია, რომ  შეჯიბრებითობა და კონკურენცია ჩაშალა ხმების მოსყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და ხმების დათვლის აშკარა შეცდომებმა. Freedom house წერს, რომ ამან ოპოზიციის ბოიკოტი გამოიწვია და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად მეორე ტურში აქტივობამ 26% შეადგინა.

ფრიდომ ჰაუსი ასევე  აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლება ხშრიად დაცულია, მაგრამ პოლიცია ზოგჯერ დემონსტრანტებზე გადამეტებული ძალით რეაგირებს. მათ შორის აღნიშნულია ცესკოს-ს ოფისთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს, რომ მოუხედავად რეფორმის ჩატარებისა მაინც პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა. ასევე, აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს კირტიკა მოჰყვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები