ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას ითხოვს | 03.03.2021

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას ითხოვს. განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა დღეს გააკეთა. მიზეზად შერჩევის პროცედურის ხარვეზებით  მიმდინარეობა და ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კონკურსის დასრულების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს კარი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტებისთვის იხურება. ის  იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, აღარ გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, რადგან მიიჩნევს, რომ პროცესში გამოვლენილი დარღვევები და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის მოქმედი პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები