ქვეყანას ამ დრომდე ვაქცინა არ აქვს – მოუწევს თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს პასუხიმგებლობის აღება | 02.03.2021

ვაქცინაციის თარიღის გადავადებაზე ჯანდაცვის მინისტრს განმარტება არ გაუკეთებია. მედიასთან  ტიკარაძის მოადგილე გამოჩნდა, რომელიც ირწმუნება, რომ ვაქცინების მისაღებად შევსებულ აპლიკაციაში არავითარი ხარვეზი  არ ყოფილა და ეს თემა – „სასაცილოა“. კოვაქსის გუშინდელ განმარტებას რომ თებერვალში ვაქცინა მხოლოდ  იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს- თამარ გაბუნია თარგმანის უზუსტობას უკავშირებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის  შემოტანის დაპირებამ  მარტის ბოლოსკენ გადაიწია. დღეს გაირკვა ის, რომ ქვეყანაში  ვაქცინაციის პროცესი  ფაიზერის ნაცვლად ასტრაზენეკათი დაიწყება.

ქვეყანას რომ ამ დრომდე ვაქცინა არ აქვს, ამაში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერც ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი ხედავს. ამირან გამყრელიძემ გრძელვადიან პროგნოზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ  2 თვის შემდეგ COVAX-ზე ახალი ამერიკული ვაქცინა განთავსდება  და საქართველო მას მიიღებს. ამირან გამყრელიძემ დღეს მედიასთან მასსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის უთანხმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციზეც ისაუბრა და თქვა, რომ  ერთადერთი სუბიექტი ვისთანაც დაპირისპირება აქვს – კორონავირუსია.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც შეეფასა. თქვა, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ, თუმცა მისივე შეფასებით, ეს თავში არ უნდა აგვივარდეს. გამყრელიძის თქმით, დღეს ახალ შემთხვევათა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით გაიზარდა, რაც თებერვალში დაწყებული რეგულაციების შემსუბუქების შედეგია.

12 გარდაცვლილი, 461 ახალი ინფიცირებული და 163 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის განახლებუილ სტატისტიკა ასეთია. გასულ დღე-ღამეში 23 000-მდე ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 2.01%-ს შეადგენს. გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 271 379 შეადგენს, კCOVID-19-ით სულ გარდაცვლილია 3 532 ადამიანი, ხოლო ინფექცია ჯამში  265 686 პაციენტმა დაამარცხა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები