„ქართული ოცნება“ უკან არ იხევს – რაზე შეთანხმდნენ შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე | 02.03.2021

რაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის შუამავლობით გუშინ გამართულ შეხვედრაზე – “ქართული ოცნების” წევრები დღეს დილიდან პრემიერ-მინისტრის რიტორიკას იმეორებენ და  აცხადებენ, რომ გუშინდელ შეხვედრაზე არც ვადამდელ საპრლამენტო არჩევნებზე და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკიტზე არ შეთანხმებულან და შეთანხმება მხოლოდ დიალოგის განახლებას ეხებოდა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმა, რომელზეც გუშინ ისაუბრეს არ წარმოადგენს ხელმოწერილ დოკუმენტს და ის მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე აქამდეც იდო.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებას გამორიცხავს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. კახა კალაძე დიალოგის დაწყებას მიესალმება და  იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკა განვითარდება და პარტიები მოლაპარაკებებს პარტნიორების ჩართულობის გარეშეც შეძლებენ.

“ქართული ოცნების” წევრები ოპოზიციის დღევანდელ პროტესტსაც გამოეხმაურნენ და  პოლიტიკური პარტიები გუშინდელი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას და დესტრუქციას განაგრძობს, რაც დიალოგის პროცესს არ წაადგება.

ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა გუშინ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გაიმართა. ორბელიანების სასახლეში მიმდინარე ორ საათიან შეხევდრაზე მხარეები მოლაპარაკებების დროს განსახილველ საკითხებზე შეთანხმდნენ, მათ შორის არის პოტენციური ვადამდელი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპტიმრების გათავისუფლების საკითხი. რა გაგრძელება მოჰყვება შარლ მიშელის მედიაციით დაწყებულ პროცესს უცნობია. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ორ კვირიანი ვადა მისცა. 16 მარტს ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მოლაპარაკებების პროგრესზეც იმსჯელებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები