კომუნიკაციების მარეგულირებლის კომისია შერჩევით სამართალს იყენებს! – ხმაური კომიტეტის სხდომაზე | 01.03.2021

ხმაური იყო დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შერჩეულ კანდიდატებს უსმენდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება კომპანია “მაგთის” მფლობელსა და ერთ-ერთ კანდიდატს შორის მოხდა. დავის საგანი კი კომპანიის ტარიფებს შეეხებოდა. გია ჯოხთაბერიძის განმარტებით, მარეგულირებლის კომისია შერჩევით სამართალს იყენებს. მან კომისიასა და მის თავჯდომარეს ტყუილის გამავრცელებელი ორგანო უწოდა.

ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ორი პირი შეარჩია.  ნათია კუკულაძესა და ეკატერინე იმედაძეს კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან.  დარგის სპეციალისტები  შერჩევის პროცესში, მთავარ პრობლემას კანდიდატების სანდოობაში ხედავენ, რადგან წარდგენილი კანდიდატები კომისიის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლები არიან.  თუმცა ეს პრეობლემად არ მიაჩნიათ თავად კანდიდატებს და ამბობენ, რომ კანონის მოთხოვნასთან სრულ თანხვედრაში არიან. მეტიც, ფიქრობენ, რომ ეს დარგის განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები