დარჩებიან თუ არა ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში დეპუტატებად? | 01.03.2021

“დარჩებიან თუ არა ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში დეპუტატებად” – კითხვა ჟურნალისტებმა პარტია “მოქალაქეებს” დღეს იმიტომ დაუსვეს, რომ მათ მიერ “ქართული ოცნებისთვის”, საარჩევნო ცვლილებების  განსახორციელებლად მიცემული ვადა, სწორედ დღეს ამოიწურა. ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შესვლას სწორედ  საარჩევნო რეფომის სანაცვლოდ დათანხმდნენ და “ოცნებას” ვადა, 01 მარტამდე მისცეს, თუმცა  არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტში ინიცირებული ჯერ კიდევ არ არის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები