ეს პოლიტიკური ამბიციები არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა – სალომე ზურაბიშვილი იუნკერთა მემორიალთან | 25.02.2021

იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო პრეზიდენტმაც.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველომ გაიარა უმძიმესი დღეები, თუმცა მისივე თქმით,  საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის მებრძოლთა პატივსაცემად მემორიალური კომპლექსი შეიქმნას, რომელიც პატივს მიაგებს მათ, ვინც 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები