გირაოს გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს | 25.02.2021

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. განცხადება, მელიას საქმის პროკურორმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. რა გახდა პროკურატურის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, პროკურორ ამირან გულუაშვილს კითხვაზე პასუხი არ გაუცია. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურორმა ნიკა მელიას საქმის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, იყო პატიმრობა.

პროკურატურის დღევანდელ  ბრიფინგს უაპსუხეს “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია ადეკანოიძე უწყების განცხადებას პოლიტიკური მოტივებით განპირობებულს უწოდებს და ამბობს, რომ ნიკა მელიას მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები