მწვავე გზავნილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები საქართევლოს ხელისუფლების სანქცირებას ელოდებიან | 24.02.2021

სტრატეგიული პარტნიორების მწვავე გზავნილების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები დასავლეთიდან საქართევლოს ხელისუფლების სანქცირებას ელოდებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში მძიმე პროცესები გაგრძელდება სანქციების შემოღება დროის საკითხია. ხელისუფლების ოპონენტები ნიკა მელიას დაჭერის გამო სანქციების დაწესებას არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვისაც ითხოვენ.

მმართველ გუნდში კი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე გზავნილები ტრადიციულად სათავისოდ თარგმნეს და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ვერ დაინახეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სტრატგიული პარტნიორების განცხადებებიდან მხოლოდ ის გაიგეს, რომ კანონი უნდა სრულდებოდეს, რაზეც მათი თქმით საქართველოს ხელისუფლება თანხმდება.