კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – რა შეზღუდევები მსუბუქდება და როდიდან | 24.02.2021

კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა. უკვე 3 თვეზე მეტია, საქართველოს მოქალაქეებს  21:00 საათიდან  დილის 05:00 საათამდე გადააგილება ეკძალებათ. კომენდანტი ძალაში რჩება, თუმცა იხსნება  საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, რესტორნების დახურული სივრცეები, სასტუმროები და  ზამთრის კურორტები. 3 თვიანი გაჩერების შემდეგ ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც  ამოქმედდება.  8 მარტიდან  სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ,  15 მარტიდან კი გაიხნება  სპორტული დარბაზები. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი რეგულაციებს დაარღვევს მთავრობა პირობას დებს, რომ შეზღუდვების ხელახლა ამოქმედება დღის წესრიში დადგება.

01 მარტიდან მუშაობას განაახლებენ კერძო და საჯარო ბაღები, ხოლო უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან აღდგება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები 15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ. რაც შეეხება წარმოდგენებზე მაყურებლის დასწრებას, ეს პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ამ დრომდე უცნობია დრო, თუ როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა. ჯანდაცვის სამინისტრო ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ზუსტდება Pfizer-ის დაპირებული 29 250 ვაქცინის დოზის შემოტანის დრო. თამარ გაბუნიას განმარტებით,  ვაქცინის შემოტანის გადაწევა  Pfizer-ის მხრიდან დამატებით მოთხოვნებს უკავშირდება.  ვაქცინების შემოტანის ზუსტ თარიღზე საუბარი უჭირს ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგსაც. ამირან გამყრელიძე  ამობს, რომ  ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების დღური მაჩვენებელი 2.33%-ს შეადგენს.