„სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, მელიები, ბურჯანაძეები სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“ | 23.02.2021

ნიკა მელიას დაკავებიდან მალევე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა  “ქართული ოცნების” ოფისში. ბრიფინგზე პარტიის  თავმჯდომარე გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ მელია განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით გამოირჩეოდა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ ლიდერებს თანამედროვე ბოლშევიკები უწოდა და თქვა, რომ სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, მელიები, ბურჯანაძეები და ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. კობახიძის შეფასებით, მელიას დაკავება ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს. კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს და სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები