პოლიტიკურ ვითრებას, რაც ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა, “ოცნების” ყოფილი მაღალჩნოსნები ეხმაურებიან | 23.02.2021

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითრებას, რაც დღეს დილით ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა, “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩნოსნები ეხმაურებიან. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტუაციიდან გამოსავალს იურიდიული ინსტრუმენტების გამონახვასა და მელიას გათავისუფლებაში ხედავს. ის მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს, რათა, ქვეყანა ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში არ აღმოჩნდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშივლის აზრით, ერთი ბრალდებულის დევნამ “კანონის სახელით” ქვეყანა უკან დახია. მეზვრიშვილის Facebook-ზე წერს, რომ მელიას დაკავება ნათელი მაგალიათია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით”.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე კი შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ სწორ ნაბიჯად ხელახალ არჩევნებს მიიჩნევს. ჯანელიძის თქმით, ერთ წრეზე სიარული უნდა დასრულდეს. ამბობს, რომ ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება სირცხვილია.

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კი ფიქრობს, რომ ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა. ჩუგოშვილის განცხადებით, რაიმეს გამოსწორების დროც და შანსიც ძალიან მცირდება, ის ხელისუფლებას მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები