მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს ოპოზიციის დაჩაგვრისთვის იყენებს – არასამთავრობოების მიმართვა | 23.02.2021

ნიკა მელიას დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებენ. მათი შეფასებით, სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება. ისინი მთავრობას სისხლისღვრისა და ძალადობრივი დარბევის ნაცვლად ოპონენტებთან  დილოგისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს ოპოზიციის დაჩაგვრისთვის იყენებს. მათი თქმით, ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები საბოლოოდ ქვეყნის ინტერებს დააზინებს. ისინი მთავრობას მეტი პასუხისმგებლობისა და ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებნენ, რაც მათი შეფასებით, ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს და ხელს შეუწყობს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებას. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას ოპოზიციასთან დილოგისკენ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს განვითარებულ პროცესებზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები