„სისტემა ყარს“, „სისტემა უნდა დაინგრეს “ – ხმაური პარლამენტთან – პროტესტი ახალი მთავრობის დამტკიცებას | 22.02.2021

ხმაური იყო დღეს პარლამენტთან. სამოქალაქო აქტივისტებმა და “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრბმა ახალი მთავრობის დამტკიცება გააპროტესტეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. “რუსეთი ოკუპანტია”,  “სისტემა ყარს”,  “სისტემა უნდა დაინგრეს” – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მსგავსი წარწერები გააკეთეს. აქციაზე სამართალდამცავებმა “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დააკავეს. ის საკანონმდებლო ორგანოში საღებავით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რისი ნებაც მას პოლიციამ  არ მისცა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები