ოპოზიციური ერთობა საპოლიციო ძალების გამოჩენის მოლოდინში | 22.02.2021

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული მუქარის შემდეგ, “ნაციონალური მოძროაბის” ოფისში გამაგრებული  ოპოზიციური  ერთობა, საპოლიციო ძალების გამოჩენას ელოდება.  ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ოპოზიციისთვის ღია დასტური აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის რჩეული მინისტრი  ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღებას და ნიკა მელიას დაკავებას აპირებს. ნიკა მელიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ თუ ღარიბაშვილის რისკზე წავა, მას სხვა ოპოზიციური ლიდერების დაკავებაც მოუწევს.

“ნაციონალურიმ მოძრაობის” ოფისის მესამე სართული უკვე მეშვიდე დღეა ოპოზიური ერთობის მტავარი ადგილია. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს არ დამალეს, რომ პრემიერი ღარიბაშვილის მუქარები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის შანსებს ამცირებს, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ “ოცნების” გუნდი პოლიტიკურ დაპირისპირებას ქვეყანას არ გადააყოლებს. ხელისუფლების ოპონენტები “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეწყვიტონ მუქარა და საერთაშორისო პარტნიორებს აზრს მოუსმინოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები