ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებას – „ოცნება“ ოპონენტებს გონიერებისკენ მოუწოდებს | 19.02.2021

უკვე მეოთხე დღეა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი ოპოზიციის შეკრების მთავარი ადგილია – პრემიერი გახარიას წასვლიდან მეორე დღეს ნიკა მელიასთან ოპოზიციის ლიდერები ისევ მიდიან და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ხელისუფლების მარტივ არჩევანს სთავაზობენ – სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები ან “ოცნება” საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს დაელოდოს.

ღია მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების შესახებ უკვე გაახმოვანა ერთიანმა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც ხელისუფლებას სპეციალური წერილით დღეს მიმართა. პარტიაში ამბობენ, რომ გახარიას წასვლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს მხოლოდ ის არჩევნები მოაგვარებს, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი თავმჯდომარით ჩატარდება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას უერთდებიან სხვა პარტიებიც, თუმცა იმ დათქმით, რომ ახალი არჩევნები მიმდინარე წელს გაიმართება.

ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს ხელისუფლება და ოპოზიციას გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მიმდინარე სიტუაციაში ხელახალ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია.

დაინიშნება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც უკვე ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებული კრიზისი ოფიციალურად დაადასტურა და თანამდებობიდანაც გადადგა. ახალი არჩევნების მოლოდინში კი “ქართული ოცნება” ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები