შეშფოთებული ვარ იმ ამბებით, რაც საქართველოდან გვესმის – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა | 18.02.2021

ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთვის. ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ twitter-ზე ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

“შეშფოთებული ვარ იმ ამბებით, რაც საქართველოდან გვესმის. ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა ისევ ბრუნდება თავისი მშფოთვარე წარსულში, როგორც 1990-იან წლებში. ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია,” – წერს ფოტიგა.