ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაპირისპირებისა და უთანხმოების ასოციაცია უჩნდება | 18.02.2021

ყოფილი პრემიერის, მთავრობის მეთაურად ხელახალი  დანიშვნა,  ოპოზიციისთვის  მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მხოლოდ დაპირისპირებისა და უთანხმოების ასოციაცია უჩნდებათ. ნიკა მელია ღარიბაშვილს დაქოქილ თოჯინას უწოდებს და ამბობს, რომ  “ქართული ოცნება”  ჩიხშია და ჩამოშლის პირასაა.

ოპოზიცია თვლის, რომ ღარიბაშვილის მაშველ რგოლად გამოყენება მმართველი გუნდის დასუსტებაზე მიუთითებს. ხელისულფების ოპონენტები დარწმნუნებულნი არიან, რომ ვადამდელია რჩვენები გარდაუვალია.

ირაკლი ღარიბაშივლის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა პარტია “მოქალაქეებისთვისაც”. ისინი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ. ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთ-ერთი ყველაზე უარესი კანდიდატი შეარჩია.