„ქართული ოცნებისთვის“ გახარიას პრემიერობიდან გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა | 18.02.2021

“ქართული ოცნების” დეპუტატები მოვლენების ოპოზიციური პარტიების სცენარით განვითარებას არ ალოდებიან. უმრავლესობის წევრები კონკრეტულ დეტალებზე ამ დრომე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ  მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას უახლოეს დღეებში გამოუცხადებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშნვნის შესაძლებლობას გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, პრემიერი გახარია პარლამენტის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ეთანხმებოდა, თუმცა მათივე განმარტებით, გახარიას განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა. მათთვის გახარიას თანამდებობიდან წასვლა მოულოდნელი იყო.

პარტია “მოქალაქეებში” ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ადამიანი, ვინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი გახარიაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” თავისი ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებაში ეხმარება. ელისაშვილი ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები