ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა – ჯიმ რიში | 18.02.2021

საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდებაზე შეფასება ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა გააკეთა. მან სასამრთლოს გადაწყვეტილებას დემოკრატიისთვის სახიფათო უწოდა.  “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას სენატორი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა.

ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,” – განაცხადა ჯიმ რიშმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები