დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ – “ოცნება” | 17.02.2021

დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა – ასეთია “ქართული ოცნების” შეფასება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ, მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პარლამეტში მმართველი პარტიის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ მელიას გადაწყვეტილება და ოპოზიციის ნაბიჯები, რევოლუციური სცენარის განვითარების ერთ-ერთი მცდელობაა.