რატომ ურეკავდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას | 17.02.2021

“ქართული ოცნების” დეპუტატი აბსურდს უწოდებს მელიას განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს ის “ნაციონალური” მოძრაობის თავმჯდომარეს დაპირდა, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა. მელიასთან დარეკვის მცდელობა ჩიგოგიძემ დაადასტურა, თუმცა სხვა მიზეზეი დაასახელა. განმარტა, რომ ნიკა მელიას განცხადება მხარდაჭერის გამოხატვაზე მისთვის მიუღებელი იყო, რის გამოც მასთან საუბარი სცადა. ნიკა მელიამ განცხადება გუშინ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

განსხვავებულია პოლიტიკოსების ვერსიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზეც. ნიკა მელია აცხადებს, რომ ჩიგოგიძეს არჩევნებში კენჭი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კი ამბობს, რომ მხოლოდ შეთავაზება ჰქონდა, რაზეც ამბობს, რომ “ქართულ ოცნმებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას’ შორის დიდი განსხვავებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები