„ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას საგამოძიოებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს | 17.02.2021

გაყალბდა თუ არა საპარლამენტო არჩვენები – ამ კითხვაზე პასუხი ახლა არჩევენების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიემო კომისიამ უნდა გასცეს.  კომისიის შექმნას საკანონმდებლო ორგანომ  დღეს 78  ხმით  დაუჭირა მხარი. ქართული ოცნება დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას  ჩაერთონ კომისიის მუშაობაში. პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც არჩევნების სფეროში მონაწილეობის უშუალო კომპეტენცია აქვს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, რეგლამენტით გათვალისწინებულ ფორმატში.კომისიის მუშაობაში ერთვებიან „ევროპელი სოციალისტები“. კიდევ ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია “მოქალაქეები” კი პროცესს არ უერთდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები