ოპოზიცია ნიკა მელიას გვერდით რჩება და პირობას დებს, რომ მისი დაკავების უფლებას არავის მისცემს | 17.02.2021

ლოდინის ღამე დაიწყო – სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ყურადღებს ეპიცენტრი ახლა ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისია, სადაც ყოველ წუთას სპეციალური საპოლიციო ძალების გამოჩენას ელოდებიან. ნიკა მელიას წინააღმდეგ გაფორმებული დევნის შემდეგ ოპოზიცია ისევ ნიკა მელიას გვერდით რჩება და პირობას დებს, რომ სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ.

სასამართლოს დღევანდელ ვერდიქტს დაუმორჩილებლობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებმაც პარტიის ოფისში შეშა მიიტანეს და კოცონი დაანთეს. ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაკავებით “ოცნების” გუნდი ყველა იმ ადამიანს უპირისპირდება, ვინც 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე სახელმწიფოებრიობას იცავდა. სამოქალაქო სექტორი არ გამორიცხავს რომ დღეს ღამით ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.

ლოდინი დაწყებულია, თუმცა რა ფორმით დააკავებს სამართალდამცავი უწყება ნიკა მელიას ეს ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამაგრებას და ნიკა მელიას დაცვას ბოლომკდე აპირებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები