თოვლი დედაქალქში და პარალიზებული ქალაქი. უამინდობამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა | 17.02.2021

დიდთოვლობა დედაქალქში და პარალიზებული ქალაქი. უამინდობამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. მოქალაქეებს დღეს,  როგორც მანქანებით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაუჭირდა. გადაადგილება დილიდან შეზღუდული იყო ყველა მიმართულებით, რაც მძღოლებმა იმით ახსნეს, რომ გზებზე არ არის დაყრილი ტექნიკური მარილი და არ ჩატარებულა გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა, დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები.

შემთხვევა მოხდა წყნეთში, – გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც გაჩერებაზე მდგარ არასრულწლოვანს დაეცა. ის კონტაქტურ მდგომარეობაში წყნეთის ამბულატორიაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე  გამვლელებმა გადაიყვანეს. ბაგების ტერიტორიაზე კი მხოლოდ ისინი ახერხებდნენ გადაადგილებას, ვისაც ზამთრის საბურავები ჰქონდა. გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტი და მძღოლებმა მგზავრები ჩამოსვეს.

დედაქლაქის პარალიზებას მერია იუმორით პასუხიობს. ირწმუენებიან, რომ მარილის დაყრა ქუჩაში ღამით დაიწყეს. დედაქალაქის მერმა თბილისში საცობების მიზეზად ავტომობილების არასათანადო გამართულობა დაასახელა და თქვა, რომ  მათ მოძრაობა ზამთრის საბურავების არქონის გამო გაუჭირდათ. კახა კალაძემ მძღოლებს ზამთრის საბურავების არ ქონის შემთხვევაში გადაადგილებისგან ტავის შეკავება ურჩია.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა რეგიონებშიც. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა სტეფანწმინდა-ლარსის, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთებზე. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე და ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები