გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა | 17.02.2021

კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.53%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გატესტილი საეჭვო სიმპტომების მქონე 19 000-ზე მეტი ტესტიდან დადებითი მხოლოდ 486 აღმოჩნდა, ინფიცირების საერთო რაოდენობა კი  266 948-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა, რითიც დაღპულთა საერთო რიცხვი 3 390 გახდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 499 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 259 727-მდე. ამ დროისთვის კორონავირუსს ქვეყანაში  3 805 ადამიანი ებრძვის.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცრებულთა რიცხვმა 110 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 2 მილიონ 400 000-ზე პაციენტი, ხოლო 85 მილიონმა ადამიანმა ინფექცია დაამარცხა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 10%-ით შემცირდა.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 79 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 181 მილიონ 600 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი. მოსალხეობის უკვე 74%-ია აცრილი ისრაელში. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. ყველაზე მეტი, 56.1 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მეორე ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურად გასაკეთებელი ვაქცინა გახდეს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები