ათიათასობით უმუშევარი მოქალაქე საქართველოს ტოვებს | 17.02.2021

ათიათასობით უმუშევარი მოქალაქე საქართველოს ტოვებს. გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისთვის 15 თებერვალს ამოქმედებულ პორტალზე ერთ დღეში 53 274 პირი დარეგისტრირდა და შრომითი მიგრანტის სააპლიკაციო ფორმაც შეავსო. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. მსურველებს სეზონურ სამუშაოებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.

ქვეყნიდან სამუშაო ძალის მასობრივ გადინებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ განვითარებულ ქვეყანაში ლეგალური დასაქმება მოქალაქეებს მაღალი ანაზღაურების მიღების საშუალებას მისცემს. მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ  სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული პროგრამა ისედაც მზარდი მიგრაციის სტატისტიკას კიდევ უფრო გაზრდის, თუმცა მათი შეფასებით  ეს ზრდა პოზიტიური იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები