„ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს“ | 16.02.2021

სახალდო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას გადახედოს  ნიკა მელიასთვის აღკვეთი  ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნინო ლომჯარია თვლის, რომ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას აყენებს, რაც  მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები