გადაწყვეტილება მიღებულია – პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურას თანხმობა მისცა | 16.02.2021

გადაწყვეტილება მიღებულია – პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.  შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა.  ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მხოლოდ  ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა – ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.  “ევროპელი სოციალისტების”  ოთხმა წევრმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დღევანდელ კენჭისყრას არ ესწრებოდა “ქართული ოცნების” 2 დეპუტატი, თეა წულუკიანი და რატი ონათამიშვილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები