პატრიარქის მიმართვა მეუფე პეტრეს – “მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება” | 15.02.201

პატრიარქის მიმართვა მეუფე პეტრეს. მძიმე ბრალდებების შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ილია მეორემ მირქმის დღესასწაულზე,  ქადაგებისას უპასუხა.  უწმინდესმა განაცხადა, რომ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის ისინი ლოცულობენ. დადგება თუ არა ცაავას ეკლესიიდან განკვეთის საკითხი დღის  წესრიგში, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. 11 თებერვალს, წმინდა სინოდმა პეტრე ცაავას შესახებ გადაწყვიტა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც  მის ქმედებებს  შეისწავლის და დასკვნას  სინოდის სხდომას წარუდგენს.