კანონზე მაღლა არავინ დგას -“ოცნება” მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაწყვეტად მზად არის | 15.02.2021

“ქართული ოცნება” მზად არის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭიროს. საკითხი სავარაუდოდ  ხვალ, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება. მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა. ამბობენ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და არავის მისცემენ უფლებას შეგნებულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს.

იქნებიან თუ არა უმცირესობით წარმოდგენილი დეპუტატები სოლიდარულები ოპოზიციონერი კოლეგის მიმართ,  ხვალ გამოჩნდება. დღეს გაკეთებული რამდენიმე განცხადების შემდეგ ნათელია, რომ მელიასთვის მანდატის შეწყვეტას საკანონმდებლო ორგანოში სრული მხარდაჭერა ვერ ექნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები