არ დავაჭერინებთ – გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება | 15.02.2021

ნიკა მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს –  ხანგძლივი პაუზის შემდეგ საერთო ოპოზიციური ფორმატის შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდენ, რომ თუ სამართალდამცავები ნიკა მელიას დაკავებას ეცდებიან, მას ფიზიკურად დაიცავენ. ოპოზიციონერმა ლიდერებმა  წლის პირველ ერთობლივ მოლაპარაკებებზე პირდაპირ თქვეს, რომ ხელისუფლება მელიას პოლიტიკურად დევნის, თუმცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ივანიშვილის გუნდი მაინც ვერ დაიჭერს.

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე მივიდა თავად ნიკა მელიაც, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღეში საპატიმროში აღმოჩნდეს. მელია ისევ დარწმუნებით ამბობს, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის, თუმცა ხელისუფლება მის დაკავებას და პასუხისმგებაში მიცემას მაინც ვერ გაბედავს.

როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა თუ “ქართული ოცნება” მელიას დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს – ოპოზიციაში უკვე შეთანხმდნენ, რომ 25 თებერვალს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მასშტაბური გამოსვლები, რომელიც მალე მთელ ქვეყანას მოიცავს, ხელისუფლებას უკან დაახევინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები