სუს-მა კერძო კლინიკების ექიმიები პასუხისგებაში მისცა | 12.02.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კერძო კლინიკის 4 ექიმი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ კლინიკის თანამშრომლები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს ამზადებდნენ, სადაც არარეალური დიაგნოზი იყო დაფიქსირებული. სუს-ი ექიმებს ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები