სასწავლო პროცესი 15 ტებერვლიდან განახლდება – რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ სკოლებს | 12.02.2021

ორშაბათიდან მოსწავლეები  საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. სასწავლო პროცესი  15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდება.

რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ სკოლებს და მოსწავლეებს, ამასთან დკავშირებით დღეს განათლების სამინისტროში განმარტებები გაკეთდა. მინისტრის მოადგილის თქმით, მე-5 – მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამ ვალდებულებისგან მხოლოდ  განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები გათვისუფლდებიან. ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების სურვილი გამოთქვა. რაც შეეხება სკოლების მზაობას – მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით აღჭურვილია, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები და დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები