გენგეგმით დაზარალებული მიწის მესაკუთრეები მშენებლობის უფლებას ითხოვენ – აქცია მერიასთან | 12.02.2021

გენგეგმით დაზარალებული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეები მშენებლობის უფლებას ითხოვენ. მათ დღეს დედაქალაქის მერიათან აქცია გამართეს და კახა კალაზესთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები უკვე რამდენიმე ათეული წელია მათ საკუთრებაშია, თუმცა თბილისის გენერალური გეგმის გამო მშენებლობის უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებს დღეს მერის მოადგილე და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი შეხვდა. მიიღეს დაპირება რომ მერია საკითხს განიხილავს და პასუხს ერთ კვირაში აცნობებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები