„ევროპულ საქართველოს“ არავინ ტოვებს, დისკუსია მხოლოდ პარტიის გეგმებს უკავშირდება – ბოკერია | 11.02.2021

„ევროპულ საქართველოს” არავინ ტოვებს – პარტიაში არსებულ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგზე, გიგა ბოკერიამ ისაუბრა და თქვა, რომ პარტიას ლიდერები არ ტოვებენ. ბოკერიას თქმით მიმდინარეობს დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც სტრუქტურული ცვლილებებია. ბოკერია ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე დისკუსია მხოლოდ პარტიის გეგმებს უკავშირდება.