საოკუპაციო ძალების მიერ გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ ნარატივი-მცდარია – ბრიფინგი სუს-ში | 11.02.2021

საოკუპაციო ძალების მიერ გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ ნარატივი-მცდარია. ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია. სუს-ში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს, რომ საოკუპაციო ხაზთან  საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება გამოწვეულია ოკუპაციის ფაქტით და არა სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ხარვეზებით. ბრიფინგზე ითქვა, რომ ათეულობით საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები 2008 წლიდან აკავებენ. სუს-ში ამბობენ, რომ უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები,  რუსეთის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ამ დროისათვის ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება, ოკუპირებული აფხაზეთში კი ერთი.

სუს-ში გაკეთბულ განმარტებებზე ისაუბრა შერეგების მინისტრმაც, რომელიც ამბობს, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან დაიხსნას. თეა ახვლედიანმა ისაუბრა  ზაზა გახელაძის შესახებაც და თქვა, რომ გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა. მისი თქმით, გახელაძის გათავისუფლების პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული და პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად ინტენსიურ მუშაობა გრძელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები