4 წელი ე.წ. ციანიდის საქმიდან – იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე | 10.02.2021

4 წელი ე.წ. ციანიდის საქმიდან.  პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით სასულიერო პირი დეკანოზ გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში   დააკავეს.   ბრალდებულის ოჯახი კვლავ მის უდანაშაულობაზე საუბრობს. მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა ამბობს, რომ მამალაძე ციხეში საპატრიარქოს დავალებით აღმოჩნდა. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, უკვე ორი წელია, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯანმრთელობის მდგომარეობისა და  სინოდის მოწოდების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. უცნობია მიმართავენ თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სალომე ზურაბიშვილს ისევ. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისი ძმის შეწყალების იმედი აღარ აქვს.

იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კიდევ ერთხელ, ცნობილი ხვალ გახდება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები პატრიარქის მოწვევით წმინდა სინოდის სხდომაზე ხვალ შეიკრიბებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები